Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის მომზადების  საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და ვადები

 

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:

  1. უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
  2. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით;
  3. უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები 30 წლის ასაკის ჩათვლით;
  4. ოფიცრის კურსზე სამოქალაქო პირთა საბუთების მიღება და სამედიცინო შემოწმება იწარმოებს 2014 წლის 24 თებერვლიდან 2014 წლის 2 აპრილამდე;
  5. სამხედრო მოსამსახურეებისათვის საბუთების მიღება და სამედიცინო შემოწმება იწარმოებს 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მარტის ჩათვლით;
  6. სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება ზოგად უნარებში იწარმოებს 2014 წლის 24 მარტიდან 2014 წლის 4 აპრილის ჩათვლით;
  7. ოფიცრის კურსზე მისაღები გამოცდები ჩატარდება (ზოგადი უნარები, ფიზიკური მომზადება, გასაუბრება) 2014  წლის 7  აპრილიდან  2014  წლის  2  მაისამდე;
  8. დაწყებითი საბრძოლო მომზადება სამოქალაქო პირებისათვის ჩატარდება 2014 წლის 5 მაისიდან 2014 წლის 5 ივლისამდე; ხოლო სამხედრო მოსამსახურეებისათვის 2014 წლის 9 ივნისიდან 2014 წლის 5 ივლისამდე;
  9. სასწავლო პროცესი გაგრძელდება 2014 წლის 7 ივლისიდან.
  10. ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსის პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება “ლეიტენანტი“ და მიეცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ სახმელეთო ჯარების, სამხედრო სამედიცინო, სამხედრო პოლიციის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობებს.
  11. საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2-30-52-85; 577 390194

 


 

 

მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების 


სამოქალაქო პირებზე

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში);
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  3. უმაღლესი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
  5. ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  6. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მეუღლე, მშობლები, დედმამისშვილები, შვილები) – 2 ეგზ.
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები - 2 ეგზ.
  8. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ.
  9. ცნობა ნასამართლების შესახებ - 2 ეგზ.
  10.  დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან  - 2 ეგზ.
  11. ცნობა ნარკოლოგიური ცენტრიდან - 2 ეგზ.
  12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) – 2 ეგზ.
  13. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 3 ეგზ.
  14. ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
  15. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
  16. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

შენიშვნა:

  1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) და ასლი - 2 ეგზ;
  2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) და   ასლი - 2 ეგზ.

 

 

 

მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების 


სამხედრო მოსამსახურეებზე

  1. წერილი შესაბამისი სარდლობიდან, დეპარტამენტიდან, ქვედანაყოფიდან სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის სახელზე;
  2. ჯანმრთელობის ცნობა (სამხედრო სასწავლებლისთვის ვარგისიანობის შესახებ);
  3.  განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  4. ფოტოსურათი 3 ×4-ზე - 2 ცალი;
  5. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი - 2 ეგზ.

შენიშვნა:

სრული ზოგადი განათლების მქონე საკონტრაქტო პროფესიული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სამხედრო ნაწილიდან საკონტრაქტო სამსახურის არანაკლებ სამწლიანი სტაჟის შესახებ.

 

კალენდარი
<< >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ